|
| შინაარსი: |
|
|
| |
 |
| |
 |
|
|
გრიპის ეკონომიკა
|
- გრიპით ყოველწლიურად ავადმყოფობს მოსახლეობის 5-30%;
- გრიპი წარმოადგენს ზამთრის პერიოდში მოსამსახურეთა შრომისუნარიანობის დროებითი დაქვეითების ძირითად მიზეზს;
- გრიპის სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, კუნთების ძლიერი ტკივილი, სისუსტე და გამოფიტულობა – იწვევს შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვას;
- საშუალოდ სიმპტომები გრძელდება 7 დღე, შრომის ნაყოფიერების დაქვეითება კი შეიძლება 2 კვირამდე გაგრძელდეს;
- ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაავადდეს გრიპით, ისინიც, ვინც არ შედიან მომატებული რისკის ჯგუფში. სეზონური გრიპის რისკის ჯგუფში შედიან:
- სკოლის მოწაფეები;
- ასაკი >50 წელზე
- ორსულები;
- ბავშვები და მოზრდილები გულის, ფილტვის, თირკმლის, სისხლის ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტით;
- ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ასპირინს
ავადმყოფობის ღირებულების გამოკვლევის მეშვეობით, შესაძლებელია გარკვეულ იქნას დაავადებით გამოწვეული პირდაპირი და არაპირდაპირი შედეგები. მაგ., დგინდება სამედიცინო მომსახურების ღირებულება, დანახარჯი სამსახურში გამოუსვლელობის გამო, აგრეთვე, ისიც თუ რამდენი უჯდება ავადმყოფობა თვით პაციენტს. ამ საკითხს მიეძღვნა მრავალი გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც:
- პოპულაციაში გრიპის ძირითადი სიმპტომების შემსუბუქება საშუალოდ ხდება 7 დღის შემდეგ(Mauskopf et at 1999);
- გრიპიანი პაციენტები სამსახურს აცდენენ საშუალოდ 4,9 დღის განმავლობაში (Kumpulainen and Makela 1997);
- გრიპით გამოწვეული პირდაპირი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე შეადგენს $22,80 ერთ ადამიანზე, ხოლო დამქირავებლის დანახარჯი ყოველ გაცდენილ დღეზე შეადგენს $80 (Campbell and Rumley 1997). სხვა მონაცემებით გაცდენილი დღის ღირებულება $175,24 შეადგენს (Dille 1999);
- Burckel და კოლეგების (1999) მიხედვით, მოსამსახურის ასაკთან დაკავშირებით განსხვავებულია გრიპით გამოწვეული გაცდენილი დღეების რაოდენობა (1 დღე – 18-24 წლის ასაკში; 3 დღე - 25-35 წლის ასაკში; 4 დღე – 45 წელს ზემოთ ასაკში)
შრომის ნაყოფიერების დაქვეითება იმ პაციენტებში, რომლებიც ავად არიან გრიპით, მაგრამ აგრძელებენ მუშაობას
- მოსამსახურეები, რომლებიც გრიპის მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას ან შვებულებიდან გამოდიან სრულ გამოჯანმრთელებამდე, აღენიშნებათ შრომის ნაყოფიერების დაქვეითება;
- საშუალოდ მოსამსახურე სამუშაო ადგილს უბრუნდება 0.7 დღით ადრე, ვიდრე ეს საჭიროა (Keech et al. (1998);
- ამ 0.7 დღის განმავლობაში შრომისნაყოფიერება დაქვეითებულია 50%-ით (Nichol and colleagues 2001);
- გარდა მუშაობის ეფექტურობის დაქვეითებისა, ასევე მატულობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იმ შემთხვევებში, როცა მოსამსახურეები გრიპის მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას.
| |