შინაარსი:
  კონტაქტები
 
 

გრიპის ძველი ანტივირუსული პრეპარატები




სიმპტომური მკურნალობა

ძველი ანტივირუსული პრეპარატები

არსებული სამკურნალო საშუალებების ნაკლოვანებები

იდეალური ანტივირუსული პრეპარატის პორტრეტი

ტამიფლუ
  • ოსელტამივირი
  • საინფორმაციო ფურცელი
  • ტამიფლუ: ოსელტამივირი
  • ძველ ანტივირუსულ პრეპარატებს მიეკუთვნებიან ე.წ. M2 იონური არხების ინჰიბიტორები – ამანტადინი და რიმანტადინი, ტრიციკლური სიმეტრიული ადამანტანამინები. ისინი აბლოკირებენ M2 პროტეინით ფორმირებულ იონურ არხს (რითიც აღკვეთენ ვირუსის რეპლიკაციას), რომელიც გააჩნია მხოლოდ A გრიპის ვირუსს და, შესაბამისად, არ მოქმედებენ B ვირუსზე. ორივე წამალი ეფექტურია, თუ მკურნალობა დაწყებულია დაავადების დაწყებიდან პირველ 24 სთ-ში და სიმპტომების ხანგრძლივობას ამცირებენ 1-1.5 დღით (Wingfield 1969, Smorodintsev 1970, van Voris 1981). გრიპის სეზონზე ყოველდღიური პროფილაქტიკა ინფექციის კოეფიციენტს ამცირებს 50-90%-ით (Dawkins 1968, Dolin 1982, Clover1986). თუმცა, ერთ-ერთი კვლევისას, რიმანტადინი არაეფექტური იყო ოჯახის წევრების A გრიპისგან დაცვაში (Hayden 1989). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ანორექსია, პირის სიმშრალე) ამანტადინთან და რიმანტადინთან დაკავშირებული ერთერთი მთავარი გვერდითი მოვლენებია. აგრეთვე ხშირია ცნს-ის სიმპტომები (უძილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, აგზნებულობა). შედარებით იშვიათი გვერდითი მოვლენებია დიარეა, დისპეფსია, კონცენტრირების გაუარესება, ატაქსია, ძილიანობა, დეპრესია, სხვადასხვა სახის გამონაყარი, შუილი ყურებში და ქოშინი. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს კრუნჩხვა შესაბამისი ანამნეზის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ ანტიკონვულსანტებს. ამანტადინის შემთხვევაში დამატებით შეიძლება აღინიშნოს ჰალუცინაციები, გონებაარეულობა, პერიფერიული შეშუპება, ორთოსტატიული ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, პათოლოგიური სიზმრები, ცხვირის სიმშრალე. ამანტადინის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნა სიკვდილის შემთხვევები, რაც შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო, მისი ანტიქოლინერგული ეფექტებით კარდიალურ, რესპირატორულ, თირკმლის და ცნს-ზე. ბოლო ხანებში სრულიად შეიცვალა მიდგომა ადამანტანების მიმართ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ აშშ-ში გრიპის სეზონის დროს პაციენტებიდან გამოყოფილი A გრიპის ვირუსების 91% რეზისტენტული იყო ამანტადინის და რიმანტადინის მიმართ. ამ შედეგების საფუძველზე დაავადების კონტროლის ცენტრმა (CDC) რეკომენდაცია მისცა არ გამოეყენებინათ გრიპის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის ამანტადინი და რიმანტადინი აშშ-ში 2005-2006 გრიპის სეზონზე. ზოგიერთი მკვლევარი გვირჩევს, რომ საერთოდ თავი ავარიდოთ ადამანტანების გამოყენებას (Jefferson 2006).

    © 2010 Hoffmann-La Roche Ltd
    Designed by SPAR

    გრიპის შესახებ | გრიპის მკურნალობა | ყველაზე ხშირი შეკითხვები
    პუბლიკაციები | როშის შესახებ | სასარგებლო ბმულები | კონტაქტები