პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის ძირითად ზომებს მიეკუთვნება ვაქცინაცია, პასიური იმუნიზაცია ანტიგრიპოზული იმუნოგლობულინით, ანტივირუსული საშუალებები. ვაქციანაციის ჩატარება უნდა მოხდეს ეპიდემიის დაწყებამდე 2 კვირით – 1 თვით ადრე, ვინაიდან გრიპისაგან იმუნური დაცვა ყალიბდება აცრიდან 2 კვირის განმავლობაში. რეკომენდირებულია ვაქცინაციის ყოველწლიური ჩატარება, რადგანაც შტამები ყოველწლიურად იცვლება. ამას გარდა, აცრის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი 6 თვე გრძელდება. ვაქცინაციის ეფექტურობა შეადგენს 30-80%-ს. სავარაუდო შტამების დადგენა ვაქცინის დასამზადებლად ხდება ყოველი წლის თებერვალში, ვინაიდან ვაქცინის დამზადებას 6 თვე ესაჭიროება.
ვაქცინაციის ალტერნატივას წარმოადგენს ანტიგრიპოზული იმუნოგლობულინის ინექცია. თუ ვაქცინაციის დროს შეყავთ გრიპის ვირუსის ნაწილაკები, რომლის მიმართაც თვითონ უნდა გამოიმუშავოს იმუნიტეტი, იმუნოგლობულინთან ერთად ორგანიზმში ხვდებიან მზა ანტისხეულები. ვინაიდან ისინი იშლებიან ინექციიდან 3 კვირის განმავლობაში, მათ შეყვანას ეპიდემიის დაწყებამდე აზრი არ აქვს და მისი ეფექტი ვერ ეყოფა მთელი ეპიდემიის პერიოდს. ამრიგად, ანტიგრიპოზული იმუნოგლობულინი კარგია, როგორც პროფილაქტიკის ექსპრეს-საშუალება.
პროფილაქტიკა ანტივირუსული საშუალებებით (იხ. თავში-ანტივირუსული საშუალებები)